მარნეულში "მთავარი არხის" ჟურნალისტის, ჯეიჰუნ მუჰამედალის ცემის ფაქტზე სამოქალაქო სექტორი ხელისუფლებას მოუწოდებს, დროულად დააკავონ მოძალადეები და შეწყვიტონ ძალადობის ხელშეწყობა.
ისეთი ფიზიკური დაპირისპირებების გამო, როგორებიც ვნახეთ ბოლო დღეებში, ყველა კონკრეტულმა პირმა პასუხი უნდა აგოს. ყოველი დღე, როდესაც საქმე გამოძიებული არ არის, მხოლოდ და მხოლოდ აზიანებს წინასაარჩევნო გარემოს, - ამბობს სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე.
შეგახსენებთ, რომ მარნეულში "მთავარი არხის" 4 თანამშრომელს თავს დაესხნენ, ადგილორბივ კორესპონდეტნს თავი აქვს გატეხილი და საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაზიანებულია "მთავარი არხის" ტექნიკაც.
მარნეულში მომხდარი ძალადობის ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ მარნეულის მერიის თანამშრომელი, გიგა ჯალაღონია და "ოცნების" აქტივისტი, გიორგი შალამბერიძე დღეს დააკავა.