"კოალიცია ცვლილებისთვის" ინფორმაციით, ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერთან, საგარეო კომიტეტის თავმჯდომარესა და მის მოადგილესთან შეხვედრები გამართეს.
"შეხვედრებზე დეტალური ინფორმაცია გადავეცით საქართველოში რეჟიმის მხრიდან ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევების, პოლიტიკური პატიმრების, პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღები მოსამართლეების, ე.წ. ცრუ-მოწმე პოლიციელებისა და რეჟიმის პროკურორების შესახებ.
ლატვია სრულად უჭერს მხარს ქართველ ხალხსა და მათ სამართლიან მოთხოვნებს.
ყველა თანხმდება, რომ კრიზისიდან გამოსავალი ახალ, თავისუფალ და სამართლიან საპარლამენტო არჩევნებშია", - წერია განცხადებაში.
გარდა ამისა, ისინი შეხვდნენ ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ორმხრივი ურთიერთობების დეპარტამენტის დირექტორს.