"საქართველოში არ არის სამართლიანობა... ახლა [ქართული ოცნება] განსაკუთრებულად ზღუდავს მედიას" | ნიკა გვარამიას მიმართვა ლონდონში, მედიის თავისუფლების ფორუმზე

გამოქვეყნდა:

"ჟურნალისტი, რომელიც ახლა გისოსებს მიღმაა, არის მზია ამაღლობელი და დღეს, ახლაც კი როდესაც მე ქართულ არადემოკრატიულ კანონებზე ვსაუბრობ, სასამართლო პროცესი მიმდინარეობს და მინდა, გთხოვოთ, მხარი დაუჭიროთ მას და მის თავისუფლებას. მზია ამაღლობელი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ჟურნალისტია საქართველოში. 

საქართველოში არ არის სამართლიანობა და როცა ქვეყანაში არ არის სამართლიანობა, ვერ გააკონტროლებ კანონებს, როგორიცაა FARA და ა.შ. არ არსებობს არანაირი შეზღუდვის და კონტროლის მექანიზმი, ასე რომ, ჩვენ არ გვაქვს სამართალი. 

ეს არ არის უცხოური გავლენის აგენტების კანონი, რადგან პოსტსაბჭოთა ქვეყნებისთვის ტერმინი აგენტი არის კლიშე და ის აღიქმება, როგორც კგბ-ს ან სხვა უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელი. შესაბამისად, აგენტი არის სრული კლიშე. როდესაც პუტინმა წარადგინა ეს კანონი, მან თქვა, რომ აგენტი ნიშნავს სხვა რაღაცას, როგორც მაგალითად ბანკის ან ფინანსური აგენტი და იცით, როგორ განმარტეს ეს ტერმინი საქართველოს პრემიერმინისტრმა ან სხვა დეპუტატებმა? ზუსტად იგივენაირად, სიტყვა-სიტყვით. ასე რომ, არის ეს კლიშე? კი, ყველამ იცის, რომ აგენტი არის ძალიან ცუდი წოდება საქართველოში.

მას ჰქვია ამერიკული, მაგრამ შინაარსით, ის არის რუსული. შემდეგ მათ ადმინისტრაციული სასჯელი ჩაანაცვლეს სისხლის სამართლის სასჯელით და 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთით. იგივე ხდება მედიასთან დაკავშირებით, ახლა ისინი განსაკუთრებულად ზღუდავენ მედიას და უნდა ვიცოდეთ, რომ თანამედროვე ავტოკრატიები მედიას პირდაპირ არ ესხმიან თავს, არ ესვრიან მედიის შენობებს, არ კლავენ ჟურნალისტებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ჩვენ გვაქვს ჟურნალისტის მკვლელობის შემთხვევაც, ამ შემთხვევაში ისინი სჯიან კონკრეტულ ჟურნალისტებს, განსაკუთრებით გამომძიებელ ჟურნალისტებს. ისინი ფინანსურად ავიწროებენ მედიას, ტოვებენ ყოველგვარი რეკლამისა და საერთაშორისო დახმარების გარეშე ამ ე.წ ფარას კანონის მეშვეობით. კრიმინალური სასამართლოს მეშვეობით უწერენ ჯარიმებს და ეს რეგულაციები წარმოდგენილია ჩვენი თვითაღიარებული პარლამენტის მიერ."

- თქვა "კოალიცია ცვლილებისთვის" ლიდერმა, ნიკა გვარამიამ ლონდონში, მედიის თავისუფლების ფორუმზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი