ლაგოდეხის იუსტიციის სახლის მენეჯერი, ვანო ყაველაშვილი წერს, რომ სამსახურიდან გაათავისუფლეს.
მისი თქმით, გათავისუფლების მიზეზი ქვეყნის ღირსეული მომავლის მხარდაჭერაა.
"ამ დღეს ველოდი, მოვესწარ!"
დღეს სამსახურის ელექტრონული სისტემის პირად გვერდზე დამხვდა პარასკევს ღამით მომზადებული წერილი, რომლითაც მატყობინებენ, რომ თურმე დღეიდან, 4 მარტიდან მიწყდება ადმინისტრაციული ხელშეკრულება და აღარ ვარ ლაგოდეხის იუსტიციის სახლის მენეჯერი.
მიზეზი? მიზეზი არის მხოლოდ ერთი - ჩემი ქვეყნის ღირსეული მომავალი! ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ კონსტიტუციის მიმართ ერთგულება გახდებოდა ჩემი ადმინისტრაციული ხელშეკრულების ვადაზე ადრე შეწყვეტის მიზეზი.
კითხვები? კითხვები მაქვს, მაგრამ სამწუხაროდ პასუხის გამცემი არავინ არის...
წლების განმავლობაში, მთელი ჩემი ენერგია, ცოდნა, გამოცდილება და ცხოვრების ძირითადი დრო ეთმობოდა სამსახურს და მუდმივად ვცდილობდი ჩემი წვლილი შემეტანა იუსტიციის სახლის განვითარებაში.
მინდა საჯაროდ მადლობა ვუთხრა იუსტიციის სახლის ყველა თანამშრომელს. განსაკუთრებული მადლობა ლაგოდეხის იუსტიციის სახლის თანამშრომლებს! ფაქტიურად 2017 წლიდან მრავალი გამოწვევების მიუხედავად, ჩვენ ერთად შევძელით და ჩამოვყალიბდით ერთ-ერთ საუკეთესო და გამორჩეულ ფილიალად.
ერთგულად ვემსახურებოდით საქმეს და ჩვენი მიზანი ყოველთვის იყო საკუთარი ქვეყნის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და მოსახლეობის ინტერესების დაცვა. თქვენ ხართ საუკეთესო ადამიანები და პროფესიონალები. ჩვენი მეგობრობა გრძელდება და ყოველთვის მიგულეთ თქვენ გულხმურვალე მხარდამჭერად", - წერს ის Facebook-ზე.