"ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რასაც ახალი, ერთობლივი ნაბიჯები მოჰყვება. უკრაინა იმსახურებს მშვიდობას, უკრაინელები იმსახურებენ პატივისცემას" | ზელენსკი

გამოქვეყნდა:

"დღეს უკვე ვესაუბრე ფინეთის პრეზიდენტს, გაერთიანებული სამეფოს, საბერძნეთისა და ხორვატიის პრემიერმინისტრებს, NATO-ს გენერალურ მდივანსა და გერმანიის CDU პარტიის ლიდერს, ფრიდრიხ მერცს - სწორედ იმ პარტიის, რომელმაც ბუნდესტაგის ბოლო არჩევნები მოიგო. უკრაინის მკაფიო მხარდაჭერაა. დიდი მადლობა. 

ევროკომისიიდან ევროპის თავდაცვისთვის მნიშვნელოვანი თანხების გამოყოფის შესახებ ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. უპირველეს ყოვლისა, ჩვენთვის ეს დამატებით საჰაერო თავდაცვას, მეტ სისტემას, მეტ რაკეტასა და ჩვენი ქალაქებისა და სოფლების, ჩვენი პოზიციების დაცვის უნარს ნიშნავს. ეს ყველაფერი ქმნის მყარ დამატებით საფუძველს ომის დასრულების მცდელობაში. 

ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, რასაც ახალი, ერთობლივი ნაბიჯები მოჰყვება. უკრაინა იმსახურებს მშვიდობას. უკრაინელები იმსახურებენ პატივისცემას."

- ამბობს ვიდეომიმართვაში უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი