Reuters-ის წყაროს ცნობით, აშშ და უკრაინა მინერალების შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან

გამოქვეყნდა:

გამოცემა Reuters-ის წყაროს ცნობით, აშშ და უკრაინა მინერალების შესახებ შეთანხმების გასაფორმებლად ემზადებიან.

როგორც გამოცემას სამი ანონიმური წყარო უყვება, შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თავის მრჩევლებს განუცხადა, რომ შეთანხმების მიღწევის შესახებ განცხადების გაკეთება კონგრესში სიტყვით გამოსვლისას სურს, თუმცა, ამავე წყაროების ცნობით, შეთანხმება ხელმოწერილი ჯერ არ არის და სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

ტრამპსა და ზელენსკის მინერალების შესახებ შეთანხმებაზე ხელი ზელენსკის ვაშინგტონში ვიზიტის დროს უნდა მოეწერათ, თუმცა შეთანხმება თეთრ სახლში მომხდარი კამათის გამო ჩაიშალა.

ტრამპის კონგრესში გამოსვლა საქართველოს დროით დილის 6:00 საათზე დაიწყება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი