"ასე თუ ისე, გრენლანდიას მაინც მივიღებთ" | დონალდ ტრამპი

გამოქვეყნდა:

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ ამერიკა "ასე თუ ისე, გრენლანდიას მაინც მიიღებს". ეს განცხადება თეთრი სახლის ხელმძღვანელმა კონგრესში ერთობლივი სესიის დროს გააკეთა.

მისივე თქმით, ამერიკას გრენლანდია "ეროვნული და საერთაშორისო უსაფრთხოებისთვის" სჭირდება.

"მე მაქვს გზავნილი გრენლანდიის არაჩვეულებრივი ხალხისთვის: ჩვენ პატივს ვცემთ თქვენს უფლებას, რომ განაგოთ თქვენივე მომავალი. და თუ თქვენ აირჩევთ, ჩვენ მზად ვართ, რომ მიგიღოთ ამერიკის შეერთებულ შტატებში... ასე თუ ისე, გრენლანდიას მაინც მივიღებთ", - თქვა ტრამპმა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი