"აშშ-მა სავაჭრო ომი გამოუცხადა მეგობარ კანადას; ამავდროულად, ლაპარაკობენ მკვლელი დიქტატორის, პუტინის დამშვიდებაზე" | კანადამ საპასუხო ტარიფები დააწესა

გამოქვეყნდა:

4 მარტს ძალაში შევიდა ტრამპის გადაწყვეტილებით, მექსიკასა და კანადაზე დაწესებული 25%-იანი ტარიფები. ასევე, ამოქმედდა ჩინეთის წინააღმდეგ გამოცხადებული დამატებით 10%-იანი ტარიფიც, რამაც ჩინურ პროდუქტებზე დაწესებული იმპორტის გადასახადი ჯამში 20%-მდე გაზარდა.

საპასუხო - 25%-იანი ტარიფები დააწესა ამერიკულ პროდუქციაზე კანადამაც. 

"აშშ-მა სავაჭრო ომი გამოუცხადა კანადას - ახლო მოკავშირეს, პარტნიორსა და მეგობარს. ამავდროულად, ისინი ლაპარაკობენ პოზიტიურ თანამშრომლობაზე რუსეთთან, მკვლელი, მატყუარა დიქტატორის, პუტინის დამშვიდებაზე...ბრძოლაში უკან არ დავიხევთ როდესაც ჩვენ ქვეყანას და თითოეულ მოქალაქეს საფრთხე ემუქრება. ამ დილას ძალაში შევიდა კანადის საპასუხო ზომაც" განაცხადა პრემიერმა ჯასტინ ტრუდომ ბრიფინგზე

მისი თქმით, კანადა 25%-იან ტარიფებს დააწესებს 155 მილიარდი დოლარის ამერიკულ პროდუქტზე.

საპასუხო ზომები მიიღო ჩინეთმაც და ამერიკული სასოფლო-სამეურნეო და საკვები პროდუქტების იმპორტზე 10-15%-იანი იმპორტის გადასახადი დააწესა, ხოლო 25 ამერიკულ კომპანიას "ეროვნული უსაფრთხოების საფუძველზე" საექსპორტო და საინვესტიციო შეზღუდვები დაუწესა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი