CNN: ტრამპის გუნდი, მათ შორის კიტ კელოგი ზელენსკის აშშ-სთან ურთიერთობის აღდგენის მნიშვნელობაზე ესაუბრა

გამოქვეყნდა:

CNN 2 წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის გუნდის წევრები ვოლოდიმირ ზელენსკისა და მის გუნდს ესაუბრნენ. 

როგორც CNN წერს, ტრამპის მაღალჩინოსნებმა ხაზი გაუსვეს ურთიერთობების სტაბილიზაციის მნიშვნელობას და უკრაინელებს მოუწოდეს მოლაპარაკებების განახლებისკენ, სანამ დონალდ ტრამპი კონგრესში სიტყვით გამოვიდოდა.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ტრამპის სპეციალური წარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კიტ კელოგი ერთ-ერთი იყო ვინც ზელენსკის დაუკავშირდა. CNN-ის ცნობით, თეთრი სახლის წარმომადგენელმა მათთან საუბარში თქვა, რომ ტრამპის ადმინისტრაცია დარწმუნებულია, რომ მინერალებზე შეთანხმება სწორი მიმართულებით ვითარდება.

უკვე მოგვიანებით, კონგრესში სიტყვით გამოსვლის დროს, დონალდ ტრამპმა აღნიშნა, რომ ზელენსკისგან მნიშვნელოვანი წერილი მიიღო და თქვა, რომ უკრაინა მოლაპარაკებების მაგიდასთან მისვლისთვის მზად არის.

ცნობისთვის, გუშინ, უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელში განცხადება გაავრცელა, სადაც თეთრ სახლში მისი ვიზიტის დროს პრეზიდენტ ტრამპთან კამათს "საწყენი" უწოდა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი