ოლიგარქის სასამართლომ გიორგი ბაჩიაშვილს პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს, გიორგი ბაჩიაშვილს საზღვრის უკანონოდ კვეთის საქმეზე აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად შეუფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე დავით კურტანიძემ მიიღო.

გამოძიების მტკიცებით, ბაჩიაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 2 მარტს, სასაზღვრო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, ავტომობილში მოწყობილი სპეციალური სამალავის საშუალებით, სომხეთის მიმართულებით გადაკვეთა, შემდეგ კი,  მის სახელზე გაცემული რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის დამადასტურებელი სხვა პასპორტი წარადგინა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი