თბილისის საქალაქო სასამართლოში ოლიგარქის მოსამართლემ ირაკლი შვანგირაძემ რეჟიმის 11 პატიმრის საქმესთან დაკავშირებით მიმდინარე სხდომა ნაწილობრივ დახურა.
არსებული ინფორმაციით, სხდომა მას შემდეგ დაიხურა, რაც მოსამართლემ ერთ-ერთ ბრალდებულ ჯანო არჩაიას დარბაზი დაატოვებინა, სასამართლო პროცესი ხმაურით მიმდინარეობდა. სხვა რეჟიმის პატიმრებმა ჯანო არჩაიას სოლიდარობა გამოუცხადეს, სიტყვით ისარგებლეს და პროკურორებს მიმართეს რის შემდეგაც პროცესი ხმაურით გაგრძელდა და მოსამართლემ ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
რეჟიმის პატიმრების ოჯახის წევრებმა და დამსწრე მოქალაქეებმა სასამართლოს შენობა დატოვეს. სხდომაზე დარჩენის უფლება მხოლოდ მედიის წარმომადგენლებს მიეცათ.
შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში რეჟიმის 11 პატიმრის საქმე განიხილება. აქციების დროს დაკავებულ 11-ვე პირს რეჟიმის პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილს ედავება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს.