თბილისის მერიის თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლეს

გამოქვეყნდა:

თბილისის მერიის თანამშრომელი, ანნა კომლაძე სამსახურიდან გაათავისუფლეს.

მისი თქმით, გათავისუფლების მიზანი დასჯა იყო.

"ძალიან მიამიტი ვიყავი და ბოლო წუთამდე მაინც არ მჯეროდა!

საკრებულოს ვებგვერდზე დღეს (05.03.2025) გამოქვეყნებული დადგენილებიდან ვიგებ, რომ 17 მარტიდან მერიის თანამშრომელი აღარ ვიქნები!

კულტურის პროექტებისა და პროგრამების 4-შტატიანი განყოფილება გადაიქცა 2-შტატიან განყოფილებად!

შეამცირეს უფროსი სპეციალისტის 2 შტატი, დარჩა განყოფილების უფროსი და ერთი უმცროსი სპეციალისტი. 

ასეთი პრეცედენტი მერიის ისტორიაში არ ყოფილა! 2-შტატიანი განყოფილება, უფროსი და ერთი ქვეშევრდომი. სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. 

კულტურის პროექტების და პროგრამების განყოფილება, რომელიც საქმეს ვერ აუდიოდა 2-შტატამდე დაიყვანეს, ჩემი და ჩემი კოლეგის დასჯის მიზნით!" - წერს ის Facebook-ზე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი