საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვს თავი.
მიმართავში მან ხაზი გაუსვა, რომ ევროპა უფრო მეტად უნდა შეიარაღდეს.
"ჩვენ გრძელვადიანი სამშვიდობო გეგმა უნდა შევიმუშაოთ. ევროპას უნდა შეეძლოს, უკეთ დაიცვას თავი. ჩვენ უფრო მეტად უნდა შევიარაღდეთ... ჩვენ ახალ ეპოქაში გადავდივართ", - თქვა პრეზიდენტმა.
მან ევროპის ქვეყნებს თავდაცვის ხარჯების გაზრდისკენ მოუწოდება და თქვა, რომ ეს "რეგიონის რეინდუსტრიალიზაციას" ნიშნავს. მისივე თქმით, საფრანგეთი მოკავშირეებთან "გრძელვადიანი, მყარი, გადამოწმებადი სამშვიდობო შეთანხმების" ხელმოწერის მიზნით შეხვედრებს გააგრძელებს.
გარდა ამისა, მაკრონის თქმით, მომავალ კვირას პარიზში ევროპული არმიების მეთაურების მიწვევას აპირებს.
მისი განცხადებით, საფრანგეთი მზად უნდა იყოს, თუ აშშ მის გვერდით აღარ იქნება.
მიმართვის ბოლოს მაკრონმა ფრანგ ხალხს ერთიანობისკენ მოუწოდა.