თანაინვესტირების ფონდის ყოფილ გენერალურ დირექტორს, რომელსაც ოლიგარქი ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავება, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ოლიგარქის პროკურატურამ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს პატიმრობით შეცვლა მოითხოვა. მოსამართლე, ბრალდების მხარის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი გადაწყვეტილებით, ბაჩიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაო პატიმრობით შეეცვალა.
მოსამართლის გადაწყვეტილებით, ვინაიდან ბრალდებულს გირაო უძრავი ქონებით ჰქონდა უზრუნველყოფილი, ბაჩიაშვილისთვის შეფარდებული 2 500 000-ლარიანი გირაოს თანხის ამოსაღებად ბრალდებულისა და ალექსანდრე ბაჩიაშვილის საკუთრებაში არსებული ქონება, აღსასრულებლად მიეცა წარმოებაში.
4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა.
მანამდე, 25 თებერვალს ბაჩიაშვილს "მტკვარი ჰესის" საქმეზე ბრალდება წაუყენეს.
შეგახსენებთ, ივანიშვილი ბაჩიაშვილს 9 000-მდე ბიტკოინის მითვისებას და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციას ედავება. აღნიშნული ქმედება 9-დან 12-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.