თბილისის საქალაქო სასამართლოში ზვიად ცეცხლაძის და კიდევ 7 პირის წინასასამართლო სხდომა მიმდინარეობს. მოსამართლე დღეს მხარეების მიერ წარდგენილ მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელებს.
საქმეს მოსამართლე დავით მგელიაშვილი განიხილავს. დღესვე გაირკვევა, დატოვებს თუ არა მოსამართლე რეჟიმის 8 ტყვეს პატიმრობაში.
შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.
გუშინ, ოლიგარქის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რეჟიმის 11-ვე ტყვე - ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს - პატიმრობაში დატოვა.
[ფოტო: არქივი]