რუსეთმა აშშ-ში ახალი ელჩი დანიშნა

გამოქვეყნდა:

რუსეთმა აშშ-ში ახალი ელჩი დანიშნა. ელჩის თანამდებობა ალექსანდრ დარჩიევმა დაიკავა, რომელიც მანამდე რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ჩრდილოეთ ატლანტიკის დეპარტამენტის დირექტორად მუშაობდა.

შესაბამის განკარგულებას ვლადიმერ პუტინმა ხელი დღეს მოაწერა.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, შეთანხმება შტატებსა და რუსეთს შორის ელჩების სწრაფ დანიშვნასთან დაკავშირებით, 18 თებერვალს საუდის არაბეთში რუსეთ-ამერიკის მოლაპარაკებებზე შედგა.

რუსეთის წინა ელჩმა შეერთებულ შტატებში, ანატოლი ანტონოვმა, მისია ვაშინგტონში 2024 წლის ოქტომბერში დაასრულა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი