აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, Fox News-ის ეთერში შუბლზე გამოსახული ჯვრით ჩაერთო

გამოქვეყნდა:

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო Fox News-ის ეთერში შუბლზე გამოსახული ჯვრით ჩაერთო.

ცნობისთვის, კათოლიკურ სამყაროში "ფერფლის ჯვრის" შუბლზე გამოსახვით დიდი მარხვის დაწყებას აღნიშნავენ. ჯვრის გამოსახვა "ფერფლის ოთხშაბათს" ხდება. ტრადიციის მიხედვით, შუბლზე, ნაკურთხი პალმების დაწვისგან მიღებული ფერფლისგან ჯვარს ისახავენ. მორწმუნეებს "ფერფლის ჯვარს" ტაძარში მიმდინარე მესის დროს მღვდელი სახავს და ის სინანულის ნიშანია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი