"რუსებს მუდამ ჰქონდათ ზამთრის იმედი... აქაც ასე იყო, ვიღაცის ილუზიები, რომ ყინვა იმედს ჩაკლავდა. მაგრამ არა! ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა... 100 დღე ასე მტკიცედ დგომა, უკვე გამარჯვებაა" | ზურაბიშვილი

გამოქვეყნდა:

"რუსებს ჰქონდათ მუდამ ზამთრის იმედი-რუსული ზამთრის-ომის მოსაგებად… აქაც ასე იყო, ურთულესი ზამთარი და ვიღაცის ილუზიები, რომ ყინვა იმედს ჩაკლავდა.

მაგრამ არა! ხვალ 100 დღე უსრულდება პროტესტს და გაზაფხულიც მოვიდა.

100 დღე მხნეობის, გამძლეობის, ურთიერთ პატივისცემის, ზრდილობის, უაღრესად მშვიდობიანი პროტესტის. 100 დღე სოლიდარობის და სიყვარულის.

რა საშინელებაა, რომ ასე დაიყო ქვეყანა: ერთ მხარესაა რეპრესიები და სიძულვილის ენა, შეურაცხყოფა, ცემა, გაუთავებელი მუქარა (დაგიჭერთ, დაგაჯარიმებთ, სამსახურიდან მოგხსნით…), ლანძღვა (ყველანი რადიკალები, ყველანი აგენტები…)…

მეორე მხარეს კი ღირსებაა, თუნდაც წყლის ჭავლის ან უსამართლო მოსამართლესთან პირისპირ დგომაში, სოლიდარობაა, თუნდაც ყავის მიწოდებაში (მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო უმოწყალოდ გცემენ), უკიდეგანო სამშობლოს ერთგულება, რწმენა ღვთისა - ფარისეველთა აფიშირების გარეშე - და ერის, და რაც ყველაზე მთავარია სიყვარული… ესე იგი ცოცხალი საზოგადოება, რომელიც უძლებს და ამარცხებს მკვდარ რეჟიმს… საბოლოო გამარჯვება ამ სხვაობაშია!

იწყება მარხვა და შენდობის და სინანულის დღეები აირჩიეს იმისათვის, რომ გაამკაცრონ რეპრესიები და პატიმრობაში დატოვონ უდანაშაულო პატიმრები.

ამათ ტყუილად არ ჰქვიათ სინდისის პატიმრები, რამეთუ სინდისი და სიდინჯე მათ მხარეს არის. მეორე მხარეს "ტიტუშკები" დარბიან ქალაქში შიში რომ დათესონ!

ამ დროს კი ქალაქი დგას!

უკვე 100 დღეა!

და 100 დღე ასე მტკიცედ დგომა, ეს უკვე გამარჯვებაა!"

- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ლეგიტიმური პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი წერს

[ფოტო: MO SE]

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი