ოლიგარქის სასამართლომ რეჟიმის 8 ტყვე პატიმრობაში დატოვა

გამოქვეყნდა:

ოლიგარქის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რეჟიმის 8 ტყვე ისევ პატიმრობაში დატოვა. გადაწყვეტილება ესტონეთის მიერ სანქცირებულმა მოსამართლე დავით მგელიაშვილი გამოაცხადა. 

დღეს წინასასამართლო სხდომა გაიმართა, სადაც მტკიცებულებების დასაშვებობასა და აღკვეთის ღონისძიების გადასინჯვაზე იმსჯელეს.

შეგახსენებთ, რომ დაკავებულებიდან სამს - ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას ედავებიან. მათ 6-დან 9-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ხოლო ბრალდებულებიდან ხუთს - გიორგი გორგაძეს, ირაკლი მიმინოშვილს, ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს და ნიკოლოზ ჯავახიშვილს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას ედავებიან. მათ 4-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

ასევე გუშინ, ოლიგარქის სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და რეჟიმის 11-ვე ტყვე - ანდრო ჭიჭინაძე, ონისე ცხადაძე,  გურამ მირცხულავა, ლუკა ჯაბუა, ჯანო არჩაია, რუსლან სივაკოვი, ვალერი თეთრაშვილი, გიორგი ტერიშვილი, ირაკლი ქერაშვილი, რევაზ კიკნაძე და სერგეი კუხარჩუკი - პატიმრობაში დატოვა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი