გიორგი ბაჩიაშვილს „მტკვარი ჰესის“ საქმეზე, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაოც პატიმრობით შეეცვალა.
პროკურორ მიხეილ სადრაძის თქმით, შესაბამისმა დეპარტამენტმა უკვე მიმართა ბაჩიაშვილის მიმართ წითელი ცირკულარით ძებნასთან დაკავშირებითაც.
დღეს, ბაჩიაშვილს პატიმრობა მეორედ შეეფარდა და ახლა უკვე მის წინააღმდეგ წარმოებულ სამივე საქმეზე, მას აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს შეფარდებული.
აღკვეთის ღონისძიების გირაოს შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა. როგორც სასამართლო პროცესზე პროკურორმა მიხეილ სადრაძემ აღნიშნა, ბაჩიაშვილმა არამხოლოდ გირაოს პირობები დაარღვია, არამედ კანონიც და სახელმწიფო საზღვარი უკანონოდ გადაკვეთა.
გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის 3 საქმეზე აქვს წარდგენილი და სამივე მათგანზე აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა დაუსწრებლად აქვს შეფარდებული.