კრემლი ისევ ითხოვს "საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის საზღვრის დელიმიტაციას" და "ძალის არგამოყენებაზე" ვალდებულებას

გამოქვეყნდა:

რუსეთი საქართველოსგან ოკუპირებულ რეგიონებთან “საზღვრის დელიმიტაციას” და "საქართველოს მიერ ძალის არგამოყენებაზე” ვალდებულებას ისევ ითხოვს. ამასთან დაკავშირებით, 4-5 მარტის ჟენევის ფორმატში შეხვედრების შემდეგ, განცხადებას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

"რეგიონში ზოგადი მდგომარეობის შემდგომ გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს საქართველო-აფხაზეთისა და საქართველო-სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრების დელიმიტაციის პროცესის რაც შეიძლება მალე დაწყება მათი შემდგომი დემარკაციის გზით." ნათქვამია განცხადებაში

ლავროვის სამინისტრო გაღიზიანებულია  გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციით დევნილების დაბრუნების თაობაზე და წერს:

"ჰუმანიტარული მიმართულებით მუშაობის სერიოზულ გამაღიზიანებლად რჩება გაეროს გენერალური ასამბლეის უაღრესად პოლიტიზებული რეზოლუცია იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა შესახებ, რომელიც საქართველო ყოველწლიურად შემოაქვს" - ნათქვამია განცხადებაში

რუსეთის საგარეოს თქმით, აღსანიშნავია "წინასაარჩევნო კამპანიის დროს საქართველოს უმაღლესი ხელმძღვანელობის პირებისგან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან დაკავშირებით გაჟღერებული შემრიგებლური განცხადებები”. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი