ამერიკული მედია: უკრაინისა და აშშ-ის დელეგაციები ოთხშაბათს, 12 მარტს, საუდის არაბეთში შეხვედრას გამართავენ

გამოქვეყნდა:

Axios და Fox News წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებენ ინფორმაციას, რომ უკრაინისა და შეერთებული შტატების დელეგაციები ოთხშაბათს, 12 მარტს საუდის არაბეთის დედაქალაქ ეს რიადში შეხვედრას გამართავენ.

Fox News წერს, რომ ამერიკულ მხარეს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო, ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში მრჩეველი მაიკ უოლცი და სპეციალური წარმომადგენელი სტივ ვიტკოფი წარმოადგენ, უკრაინას კი პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი. ამავე ინფორმაციით, ამერიკული დელეგაცია ერ-რიადში სამშაბათს გაემგზავრება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი