"ჯერ კიდევ არიან ისეთები, ვინც ვერ მშვიდდება, არიან ადამიანები, რომლებსაც სურთ ნაპოლეონის დროში დაბრუნება და ავიწყდებათ, როგორ დასრულდა ეს“, - თქვა პუტინმა საფრანგეთის პრეზიდენტ, ემანუელ მაკრონის განცხადების კომენტირებისას.
საფრანგეთის პრეზიდენტმა გუშინ, 5 მარტს განაცხადა, რომ რუსეთი საფრთხეა საფრანგეთისა და ევროპისთვის და ის მზადაა ევროპის კონტინენტის დასაცავად, გახსნას სტრატეგიული დებატები საფრანგეთის ბირთვული შემაკავებელი ძალების გამოყენების თაობაზე.