საუდის არაბეთში, უკრაინულ-ამერიკული მოლაპარაკებების გამართვაზე ინფორმაცია ტრამპის წარმომადგენელმა დაადასტურა

გამოქვეყნდა:

პრეზიდენტ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა სტივ ვიტკოფმა ჟურნალისტებს დაუდასტურა, რომ აპირებს საუდის არაბეთში გამგზავრებას უკრაინის დელეგაციასთან შესახვედრად - „იდეა არის სამშვიდობო შეთანხმებისა და თავდაპირველი ცეცხლის შეწყვეტის ჩარჩოს დასრულება"- აღნიშნა მან.

მან შეხვედრის თარიღი არ დაასახელა, თუმცა, სხვადასხვა წყაროების ინფორმაციით, ერ რიადში შეხვედრა სამშაბათს, ან ოთხშაბათს შედგება.

ამერიკულ-უკრაინული მოლაპარაკებების გამართვის თაობაზე ინფორმაცია დაადასტურა ზელენსკიმაც. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი