არ არის პრესის თავისუფლება, არ არის დემოკრატია - წერს X-ზე ბელგიის საგარეო საქმეთა სამინისტრო და ხელისუფლებას მოუწოდებს, პატივი სცეს გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.
"მიმდინარე კვირაში საქართველოში ჟურნალისტ მზია ამაღლობელის სასამართლო პროცესი დაიწყო. ჟურნალისტებისა და მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ რეპრესიული ქმედებები ძალიან შემაშფოთებელია და არ შეესაბამება საქართველოს ევროპულ და საერთაშორისო ვალდებულებებს. ბელგია მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, პატივი სცეს მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებას. არ არის პრესის თავისუფლება, არ არის დემოკრატია." წერს ბელგიის საგარეო უწყება.