"პირველი პრიორიტეტი შეიძლება იყოს საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტა" | ზელენსკი EU-ს ლიდერებისთვის წარდგენილი ხედვის დეტალებს ასაჯაროებს

გამოქვეყნდა:

დღეს ბრიუსელში უკრაინისთვის და მთელი ევროპისთვის ძალიან პროდუქტიული დღე იყო ევროპული საბჭოს სამიტზე ლიდერების დონეზე- წერს უკრაინის პრეზიდენტი ევროპული საბჭოს სმიტთან დაკავშირებით და იმ სამშვიდობო ხედვის დეტალებს ასაჯაროებს, რომელიც ევროპელ ლიდერებს წარუდგინა- ესაა საჰაერო და საზღვაო ცეცხლის შეწყვეტა: 

"მე წარმოვადგინე ხედვა, რომ მშვიდობისკენ სწრაფი პროგრესი შესაძლებელია და ჩვენს პარტნიორებთან ერთად გვესმის, რა ნაბიჯებით შეიძლება შევაჩეროთ ომი, იმისთვის რომ უზრუნველყოფილი იყოს უსაფრთხოება და სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობა. ვამზადებთ პრაქტიკულ წინადადებებს.

პირველი პრიორიტეტი შეიძლება იყოს ცაზე ცეცხლის შეწყვეტა და სრული კონტროლი (რაკეტებითა და შორი დისტანციური თვითმფრინავებით  ენერგეტიკული და სხვა სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა), ისევე როგორც ცეცხლის შეწყვეტა ზღვაზე, რაც ნიშნავს შავ ზღვაში ყველა სამხედრო ოპერაციის შეჩერებას, რაც უზრუნველყოფს მშვიდობიან და უსაფრთხო ნავიგაციას.

ჩვენ განვიხილავთ ამ საწყის ნაბიჯებს, როგორც უფრო ფართო და ყოვლისმომცველი მოგვარების პროლოგს. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს და უკრაინა მზადაა 24 საათის განმავლობაში იმუშაოს ჩვენს პარტნიორებთან აშშ-სა და ევროპაში მშვიდობისთვის" წერს ზელენსკი.

მისივე ცნობით, ორშაბათს ის საუდის არაბეთის პრინცთან შესახვედრად გაემგზავრება, ამის შემდეგ კი მისი გუნდი ამერიკელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს გააგრძელებს:

"მომავალ ორშაბათს, მე დაგეგმილი მაქვს ვიზიტი საუდის არაბეთში გვირგვინოსან პრინცთან შესახვედრად. ამის შემდეგ ჩემი გუნდი დარჩება საუდის არაბეთში, რათა იმუშაოს ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან. უკრაინა ყველაზე მეტადაა დაინტერესებული მშვიდობით. როგორც ვუთხარით პრეზიდენტ ტრამპს. უკრაინა მუშაობს და გააგრძელებს კონსტრუქციულ მუშაობას სწრაფი და საიმედო მშვიდობისთვის" წერს ზელენსკი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი