"უყოყმანოდ გამოვიყენებთ ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტებს სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის" | აშშ-ის ხაზინის მდივანი სანქციებზე რუსეთისთვის

გამოქვეყნდა:

აშშ-ის ხაზინის მდივანმა სკოტ ბესენტმა, ნიუ-იორკის ეკონომიკურ კლუბში გამოსვლისას, ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში დაწესებულ სანქციებს რუსეთის ენერგეტიკულ ინდუსტრიაზე "აღმაშფოთებლად სუსტი" უწოდა, რის გამოც, მისი თქმით, რუსეთმა ისწავლა მათი გვერდის ავლა და განაგრძო უკრაინაში ომის დაფინანსება.

მისი ვადის ბოლო კვირებში ბაიდენმა გაამკაცრა სანქციები რუსული ნავთობის გადამზიდავ ჩრდილოვან ფლოტზე. ბესენტმა თქვა, რომ ეს გაკეთდა პოლიტიკური მიზნებისთვის, თუმცა არ უხსენებია მათი გადახედვის განზრახვა.

„ამჟამინდელმა ადმინისტრაციამ შეინარჩუნა გაძლიერებული სანქციები და უყოყმანოდ გამოიყენებს ყველაზე მძლავრ ინსტრუმენტებს, თუ ის უზრუნველყოფს ბერკეტს სამშვიდობო მოლაპარაკებებში“, - ციტირებს Reuters ბესენტს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი