"ერთიანი რუსეთის" დეპუტატებმა, მურმანსკის ოლქში, 8 მარტის აღსანიშნავად, ომში დაღუპული სამხედროების დედებს ხორცსაკეპი მანქანები აჩუქეს და ფოტომასალაც ამის თაობაზე, თავადვე გაავრცელეს. ერთ-ერთ ქალს კი მოგვიანებით ვიდეოც ჩააწერინეს, სადაც ის ამბობს, რომ სამზარეულოს ტექნიკა თავად მოითხოვა:
„დიდი მადლობა „ერთიან რუსეთს“ საჩუქრებისთვის – ლამაზი თაიგულისთვის… ხორცსაკეპი მაჩუქეს. რაც, პრინციპში, მჭირდება. მე მინდოდა მეყიდა და დროულად მაჩუქეთ" - ამბობს ვიდეოში უკრაინაში მოკლული რუსი ჯარისკაცის დედა.