ორპარტიულმა კანონპროექტმა MEGOBARI ACT, რომელიც საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელი პირების სანქცირებას მოითხოვს, აშშ-ის სენატამდე მიაღწია - ინფორმაციას ჟურნალისტი ალექს რაუფოღლუ ავრცელებს:
"როგორც წყარო კონგრესიდან მეუბნება, MEGOBARI ACT-ის სენატში დარეგისტრირებულ ვერსიას საგარეო ურთიერთობის კომიტეტი მომდევნო კვირის დასაწყისში განიხილავს.
ამასობაში კი MEGBARI ACT-ის წარმომადგენელთა პალატაში დარეგისტრირებულ ვერსიას, რომელიც ჯო უილსონმა და კონგრესმენმა სტივ კოენმა წარადგინეს, მხარდამჭერები ყოველ დღე ემატებიან.
მას ახლა 18 თანასპონსორი ჰყავს." წერს რაუფოღლუ.