"სხედან, აკვირდებიან რევიზორები" | პაპუაშვილს რეჟიმის პატიმრების პროცესებზე დიპლომატების დასწრება არ მოსწონს

გამოქვეყნდა:

ევროპელ დიპლომატებს, რომლებიც რეჟიმის პატიმრების პროცესებს ესწრებიან, არალეგიტიმური პარლამენტის თვითგამოცხადებული თავმჯდომარე "რევიზორებს" უწოდებს და ამბობს, რომ მათ ერთი მიზანი აქვთ - ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე, მოსამართლეების დაშინებით:

"ელჩების დასწრებას სასამართლოზე აქვს მხოლოდ ერთი დანიშნულება - ზეწოლა ქართულ მართლმსაჯულებაზე და მოსამართლეების დაშინება. ეს არის ჩვენება, რომ იქ სხედან, აკვირდებიან რევიზორები და თუკი ისინი არ მოიქცევიან ისე, როგორც მათ სურთ და რა სურთ საჯაროდაც ამბობენ, ამას მოჰყვება სასჯელი" ამტკიცებს პაპუაშვილი პროპაგანდისტულ სტილში.

შეგახსენებთ, რეჟიმის ტყვეების სასამართლო პროცესებს,  ევროკავშირისა დიპლომატიური მისიის წარმომადგენლები მუდმივად ესწრებიან. მათ შორის, 4 მარტს გამართულ მზია ამაღლობელის პროცესს პირადად დაესწრო საფრანგეთის ელჩი საქართველოში, შერაზ გასრი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი