მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეს [SEPA] შეუერთდა

გამოქვეყნდა:

მოლდოვა ერთიანი ევროგადახდების სივრცეს [SEPA] შეუერთდა. ამის შესახებ სოციალურ ქსელში მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ წერს.

"კარგი ამბავი მოლდოველებისთვის! დღეს ევროპის გადახდების საბჭომ დაამტკიცა მოლდოვის შეერთება ერთიანი ევრო გადახდების სივრცესთან (SEPA). ეს ნიშნავს უფრო სწრაფ, მარტივ და იაფ ევროს გადარიცხვებს ევროპის მასშტაბით - იქნება ეს ფულის გაგზავნა სახლში თუ ბიზნესის კეთება.

კიდევ ერთი ნაბიჯი ევროკავშირთან!" - წერს სანდუ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი