"აღიარებს, რომ დაეხმარა; ბაჩიაშვილის მამა არ უნახავს; სამალავის შესახებ გაიგო გამოყენების პროცესში" | ქარუმიძის ადვოკატი

გამოქვეყნდა:

გიორგი ბაჩიაშვილისთვის საზღვრის უკანონო კვეთის დახმარებაში ბრალდებული პირი შოთა ქარუმიძეა. როგორც მისი ადვოკატი ამბობს, ქარუმიძე წაყენებულ ბრალდებას აღიარებს, თუმცა ზუსტად არ იცის, დაგეგმვის პროცესში ესაუბრა თუ არა ბაჩიაშვილის მამას, როგორც ამას გამოძიება ამტკიცებს: 

"აღიარებს, რომ რეალურად დაეხმარა , ფაქტიურად მისი თავალთახედვის ქვეშ მოხდა ყველაფერი, რომ დაეხმარა საზღვრის უკანონო გადაკვეთაში. დაურეკა პიროვნებამ, რომელსაც თვითონ ვარაუდობს მხოლოდ და მხოლოდ, რომ იყო გიორგის მამა, სთხოვა შეხვედრა და დათქმულ ადგილას შეხვდა გიორგი ბაჩიაშვილი, სხვა პიროვნება არ უნახავს... არსად არ უნახავს [მამა]...  ტელევიზიიდანაც კი არ იცოდა, ვინ იყო გიორგი ბაჩიაშვილი... სამალავის შესახებ გაიგო სამალავის გამოყენების პროცესში" განუცხადა "ფორმულა" ადვოკატმა ალექსანდრე ამირხანაშვილმა.

შოთა ქარუმიძე გუშინ დააკავეს და ბრალი წაუყენეს. მისთვის აღკვეთის შეფარდებაზე სასამართლო დღეს იმსჯელებს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი