ბაჩიაშვილის საქმეზე დაკავებულ მძღოლს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა | პროკურატურის ცნობით, მას $30 000 გადაუხადეს

გამოქვეყნდა:

გიორგი ბაჩიაშვილისთვის, საზღვრის გადაკვეთაში დახმარების ფაქტზე დაკავებულ შოთა ქარუმიძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ირაკლი ხუსკივაძემ მიიღო. 

პროკურორის ინფორმაციით, შოთა ქარუმიძეს შესრულებული სამუშაოსთვის 30 000 დოლარი გადაუხადეს.

"დედაჩემი არის ცუდად, ამასაც თუ გაითვალისწინებთ, კარგი იქნება. უჩემოდ უჭირს გადაადგილება. ვთანამშრომლობ და ვითანამშრომლებ, რომ არ მდომოდა თანამშრომლობა, დუმილის უფლებით ვისარგებლებდი. პირიქით, წავედი თანამშრომლობაზე. მიმალვის საშიშროება არ არის," - თქვა  ქარუმიძემ სასამართლო პროცესზე. [ipn.ge]

სხდომაზე პროკურორი ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას ითხოვდა, მისი მიმალვის საშიშროებიდან გამომდინარე. ადვოკატი ალექსანდრე ამირხანაშვილი მას არ დაეთანხმა, ვინაიდან დაკავებული ბრალდებას ეთანხმება და 80 000 ლარის ოდენობით გირაოს შუამდგომლობა დააყენა. 

შეგახსენებთ, რომ 4 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბაჩიაშვილმა საქართველო დატოვა. ამის შემდეგ ბაჩიაშვილს მესამე - საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდება წაუყენეს და სამივე საქმეზე - ე.წ. ბიტკოინების, მტკვარი ჰესისა და საზღვრის კვეთის - დაუსწრებლად პატიმრობა შეუფარდეს. 

შოთა ქარუმიძე კი გუშინ დააკავეს. 

იხილეთ:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი