ტრამპთან ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, ზელენსკის რეიტინგი 67%-მდე გაიზარდა | კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტი

გამოქვეყნდა:

კიევის სოციოლოგიის საერთაშორისო ინსტიტუტმა კვლევის შედეგები გამოაქვეყნა რომლის მიხედვითაც, თეთრ სახლში გამართული ხმაურიანი შეხვედრის შემდეგ, პრეზიდენტ ზელენსკის რეიტინგი 67%-მდე გაიზარდა.  უკრაინული მედია წერს, რომ იქამდე არსებული მონაცემებით, ზელენსკის რეიტინგი 57% იყო, 14 თებერვალი - 4 მარტის პერიოდში კი 10%-ით მოიმატა. 

ტრამპი-ზელენსკის შეხვედრა თეთრ სახლში 28 თებერვალს შედგა.

"ვითარება მსგავსია უკრაინის ყველა რეგიონში და ნდობა-უნდობლობის ბალანსი დადებითია. პრეზიდენტისადმი ნდობა ოდნავ დაბალია აღმოსავლეთ უკრაინაში, მაგრამ ამ რეგიონშიც კი უმრავლესობა - 60% ენდობა ზელენსკის, ხოლო 36% - არა. სხვა რეგიონებში (დასავლეთი, ცენტრი, სამხრეთი) 66-69% ენდობა, ხოლო 28-30% არ ენდობა მას." - აცხადებს სოციოლოგიის ინსტიტუტი.

ინსტიტუტის აღმასრულებელი დირექტორი ანტონ ხრუშეცკი ამბობს, რომ "პრეზიდენტისადმი ერთიანობისა და ნდობის გაზრდის მთავარი მიზეზი არ არის მასზე თავდასხმები. უკრაინელები აშშ-ის ახალი მთავრობის რიტორიკას აღიქვამენ, როგორც თავდასხმას მთელ უკრაინაზე და ყველა უკრაინელზე".


 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი