რუსების მიერ დობროპილიაზე თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა

გამოქვეყნდა:

უკრაინის ქალაქ დობროპილიაზე რუსების თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა. დაშავებულია 30-ზე მეტი ადამიანი.

უკრაინის მედიის ცნობით, დაბომბვის შედეგად დაზიანებულია 8 ხუთსართულიანი სახლი, ადმინისტრაციული შენობა და 30 მანქანა. საცხოვრებელ კორპუსებსა და ადმინისტრაციულ შენობაში გაჩნდა ხანძარიც. მაშველები მუშაობას ამ დრომდე აგრძელებენ.

რუსებმა ქალაქი დობროპილია გვიან ღამით დაბომბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი