"საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" განცხადებით, 2025 წლის 8 მარტს საქართველო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება.
მათი თქმით, სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, უზრუნველყოს ქალებისა და მამაკაცების თანასწორობა, არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად ირღვევა.
"8 მარტი ქალთა საერთაშორისო დღეა, რომელსაც საქართველო ქალთა უფლებრივი მდგომარეობის მკვეთრად გაუარესებული გარემოთი ხვდება. სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულება, უზრუნველყოს ქალებისა და მამაკაცების თანასწორობა, არათუ არ სრულდება, არამედ მიზანმიმართულად ირღვევა.
გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტი-გენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს.
2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და უფლებადარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა", - წერს საია. განცხადება სრულად.
ფოტო: Euronews