ვოლოდიმირ ზელენსკი მომავალ კვირაში საუდის არაბეთში უკრაინულ-ამერიკული დელეგაციების შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. უკრაინის პრეზიდენტის ცნობით, მოლაპარაკებების მაგიდასთან პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელი ანდრეი ერმაკი, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრე სიბიგა დასხდებიან. მოლაპარაკებები სამშაბათს გაიმართება.
საუდის არაბეთში ორშაბათს ზელენსკიც ჩავა და ტახტის მემკვიდრე პრინცს შეხვდება, ამის შემდეგ კი აშშ-ისა და უკრაინის წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართება.
"დღეს კიევში უკრაინისა და დიდი ბრიტანეთის დიპლომატიურ გუნდებს შორის უაღრესად პროდუქტიული შეხვედრა გაიმართა.
ჩვენ განვიხილეთ ჩვენი ერთობლივი ნაბიჯები, რამაც შეიძლება დაგვაახლოოს მშვიდობასთან დიპლომატიური ძალისხმევით. მადლობელი ვარ მხარდაჭერისთვის. უკრაინა მზადაა ყველაფერი გააკეთოს იმისათვის, რომ ეს ომი რაც შეიძლება მალე დასრულდეს სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობით.
მომავალ კვირას დავიწყებ საუდის არაბეთში ვიზიტით. ტახტის მემკვიდრესთან ორშაბათს ჩემი შეხვედრის შემდეგ, უკრაინის დიპლომატიური და სამხედრო წარმომადგენლები სამშაბათს ამერიკის გუნდთან შეხვედრაზე დარჩებიან. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში იქნებიან ანდრეი ერმაკი, ანდრეი სიბიგა, რუსტემ უმეროვი და პავლო პალისა.
ჩვენი მხრიდან, ჩვენ სრულად ერთგული ვართ კონსტრუქციული დიალოგის და ვიმედოვნებთ, რომ განვიხილავთ და შევთანხმდებით საჭირო გადაწყვეტილებებსა და ნაბიჯებზე.
უკრაინა მშვიდობას ომის პირველივე წამიდან ეძებს. რეალისტური წინადადებები მაგიდაზეა. მთავარია სწრაფად და ეფექტურად ქმედებები" წერს უკრაინის პრეზიდენტი.