თანამშრომლების მოულოდნელი გაფიცვის გამო, ჰამბურგის აეროპორტი დაიხურა.
აეროპორტის განცხადებით, გაფიცვის გამო ფრენების მიღება, ასევე, აეროპორტიდან ფრენების შესრულება ვერ ხერხდება.
აეროპორტი მოუწოდებს მგზავრებს, ფრენის შესახებ ინფორმაციისთვის ავიაკომპანიებს მიმართონ.
ჰამბურგის აეროპორტში დღეს 150-მდე ფრენა იყო დაგეგმილი, თუმცა მხოლოდ 10-ის შესრულება მოხერხდა.
მედიის ცნობით, აეროპორტის დახურვის მომენტში მგზავრების ნაწილს რეგისტრაცია უკვე გავლილი ჰქონდა, ნაწილს კი - ბარგი ჩაბარებული.