საფრანგეთი მხარს უჭერს ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებას. სერიოზულად გვაშფოთებს ქართული ოცნების ქმედებები, ვნახეთ გაყალბება, ძალადობა, დაშინება ბოლო არჩევნების დროს და მოვუწოდეთ ინკლუზიური დიალოგისკენ ერთიანობისთვის. ქართველები იმსახურებენ, რომ პატივი სცენ მათ ევროპულ მისწრაფებას, მაგრამ ქართული ოცნების ქმედებები სამწუხაროდ, მოსახლეობისთვის ევროპისკენ კარს ხურავს...
ვფიქრობ, რომ ახალი არჩევნები შეიძლება, იყოს კრიზისიდან გამოსვლის გზა. ჩვენ გამოვდივართ ინკლუზიური დიალოგის მოწოდებით, რომელშიც გათვალისწინება იქნება ოპოზიცია და ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებებისადმი პატივისცემა, რომელიც უარს იტყვის ნებისმიერი სახის ძალადობაზე, განსაკუთრებით მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ. ძალიან შეშფოთებული ვიყავით არალიბერალური ტენდენციის გამო. ამას ვეუბნებოდით ქართულ ოცნებას არამხოლოდ ბოლო თვეების, არამედ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში - სამწუხაროდ, რომ ის აშორებს ქართველებს ევროპულ გზას.
განაცხადა საფრანგეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ბენჟამინ ჰადადიმ "ფორმულასთან".