რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი კონგრესს რუსეთის საბანკო და ენერგეტიკული სექტორებისთვის სანქციების ახალ კანონპროექტს წარუდგენს

გამოქვეყნდა:

რესპუბლიკელი სენატორი ლინდსი გრემი მომავალ კვირაში აშშ-ის კონგრესს რუსული საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ სანქციების დაწესების შესახებ ახალ კანონპროექტს წარუდგენს:

"მომავალ კვირას მე წარვადგენ სანქციებს მისი [რუსეთის] საბანკო და ენერგეტიკული სექტორების წინააღმდეგ, რათა ვაიძულო ისინი მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდნენ. თუ ისინი არ დათანხმდებიან ცეცხლის შეწყვეტას და სამშვიდობო მოლაპარაკებებს [ტრამპის] ადმინისტრაციასთან, ჩვენ უნდა დავუწესოთ მკაცრი და მე უკვე მაქვს კანონპროექტი...

მე მინდა, რომ რუსეთმა იცოდეს: ჩვენ არ ვართ წინააღმდეგი ვისაუბროთ იმაზე, თუ როგორ უნდა დასრულდეს ეს ომი, მაგრამ ისინი პასუხს აგებენ ყველაფერზე, რაც მოხდა. თუ ისინი არ მივიდნენ მოლაპარაკების მაგიდასთან, ჩვენ უნდა გავაძლიეროთ სანქციები, როგორც პრეზიდენტმა ტრამპმა შემოგვთავაზა", -განუცხადა სენატორმა Fox News-ს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი