SpaceX-ისა და Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი, აშშ-ის მთავრობის ეფექტურობის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ილონ მასკი აცხადებს, რომ არასოდეს გაუთიშავს Starlink-ის სატელიტურ ინტერნეტ სერვისს უკრაინას.
მასკმა უპასუხა გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს მისი კომპანია, ზეწოლის მიზნით, უკრაინას ტერმინალების დახურვით დაემუქრა.
”მინდა ვიყო აბსოლუტურად მკაფიო - რაც არ უნდა არ ვეთანხმებოდე უკრაინის პოლიტიკას, Starlink არასოდეს გათიშავს თავის ტერმინალებს.
უბრალოდ მინდა ვთქვა, რომ Starlink-ის გარეშე, უკრაინის [თავდაცვითი] ხაზები დაიშლება, რადგან რუსებს შეუძლიათ ყველა სხვა კომუნიკაციის ჩაკეტვა! ჩვენ არასდროს გავაკეთებთ ასეთ რამეს და არ გამოვიყენებთ როგორც ვაჭრობის პროდუქტს“. აღნიშნავს მასკი.