"სამარცხვინო…" | ბაჩიაშვილი ოლიგარქის სასამართლოს გადაწყვეტილებას ერთი სიტყვით ეხმაურება

გამოქვეყნდა:

"სამარცხვინო…" - ასე ეხმაურება გიორგი ბაჩიაშვილი სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას. მან სოციალურ ქსელში ერთადერთი სიტყვა დაწერა.

ე.წ. ბიტკოინების საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ოლიგარქის სასამართლომ დღეს 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი გელაშვილმა გამოაცხადა.

გელაშვილმა გიორგი ბაჩიაშვილი ბრალად წარდგენილ ორივე ქმედებაში დამნაშავედ ცნო, როგორც დიდი ოდენობით თანხის მითვისებაში, ასევე უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში.

თანხის მითვისების ნაწილში, მას 10 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, ხოლო უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციაში 11 წლით თავისუფლების აღკვეთა. ამ უკანასკნელმა 10-წლიანი სასჯელი შთანთქა და მას საბოლოოდ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განესაზღვრა.

აღნიშნულ საქმეზე გიორგი ბაჩიაშვილს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 182 -3 ,,ბ” და 194 - 3 ,,გ” ნაწილებით ჰქონდა წარდგენილი რაც დიდი ოდენობით თანხის მითვისებასა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია გულისხმობს, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი