რეჟიმის 11 ტყვე ისევ პატიმრობაში რჩება. დღევანდელ პროცესზე მტკიცებულებების დასაშვებობაზე იმსჯელეს. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მტკიცებულებების დაუშვებლობა მოითხოვა, პროკურატურამ კი ადვოკატების რამდენიმე მტკიცებულების დაუშვებლობა.
მოსამართლეს მტკიცებულებების დასაშვებობაზე გადაწყვეტილება დღევანდელ სხდომაზე არ მიუღია.
აქციების დროს დაკავებული 11 პირის: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, ვალერი თეთრაშვილის, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის საქმეზე შემდეგი წინასასამართლო სხდომა 25 მარტს, 13:00 საათზე გაიმართება.
დღევანდელი სასამართლო სხდომა ნახევრად დახურულ რეჟიმში, ახლობლებისა და ოჯახის წევრების დასწრების გარეშე მიმდინარეობს.
იხილეთ ასევე: