ადვოკატების შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა, სინდისის პატიმრების სხდომა დახურულ ფორმატში გაგრძელდება - ინფორმაციას ამის შესახებ ანდრო ჭიჭინაძის ადვოკატი, თორნიკე მიგინეიშვილი ავრცელებს.
ოლიგარქის მოსამართლემ რეჟიმის 11 პატიმრის საქმეზე სხდომა ნაწილობრივ 5 მარტს დახურა. ირაკლი შვანგირაძემ ეს გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც ერთ-ერთ ბრალდებულს, ჯანო არჩაიას დარბაზი დაატოვებინა, რეჟიმის სხვა პატიმრებმა კი არჩაიას სოლიდარობა გამოუცხადეს.
მათ სიტყვით ისარგებლეს და პროკურორებს მიმართეს, რის შემდეგაც პროცესი ხმაურით გაგრძელდა და მოსამართლემ ნაწილობრივ დახურვის გადაწყვეტილება მიიღო.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილის, ირაკლი ქერაშვილის, რევაზ კიკნაძისა და სერგეი კუხარჩუკის ბრალდების საქმეზე, წინასასამართლო სხდომა იმართება.
მასზე დასასწრებად საქალაქოში აშშ-ისა და გერმანიის საელჩოს წარმომადგენლები მივიდნენ. თუმცა, მოსამართლემ სხდომაზე დასწრების საშუალება არც პატიმრების ოჯახებს მისცა და არც დიპლომატებს.