თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი რექტორს სტუდენტების სტატუსზე კომისიის გადაწყვეტილების შეჩერებას სთხოვს

გამოქვეყნდა:

თეატრალური უნივერსიტეტის ლექტორთა ნაწილი რექტორს სტუდენტების სტატუსზე კომისიის გადაწყვეტილების შეჩერებას სთხოვს. განცხადებას გამოცემა "პუბლიკა" ავრცელებს.

"ჩვენ, საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და თანამშრომლები ვშუამდგომლობთ  მათ და გთხოვთ, რომ უნივერსიტეტის უმაღლესმა პირმა, რექტორმა შეაჩეროთ კომისიის ეს გადაწყვეტილება. 

ახალგაზრდებს მისცეთ სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა.

ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებზე, ახალგაზრდებზე მეტად, თითოეული ჩვენგანი, მათი პედაგოგები ვართ პასუხისმგებლები. ასევე, ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ჩვენს სტუდენტებთან ურთიერთობის მოგვარება პოლიციის „დახმარებით“. 

და, ვფიქრობთ, ეთიკის კომისიაზე, სწორედ იმ პირთა საკითხია განსახილველი, რომლებმაც თავიანთი ქმედებით უნივერსიტეტის პრესტიჟი და სახელი შელახეს", - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ:

  1. პროფესორი, ლელა ოჩიაური
  2. ასოცირებული პროფესორი:  მარინე ვასაძე    
  3. ასოცირებული პროფესორი:  თამარ ცაგარელი    
  4. ასოცირებული პროფესორი:  ეკატერინე კიკნაძე    
  5. ასოცირებული პროფესორი:  ლაშა ჩხარტიშვილი   
  6. ასისტენტ პროფესორი:  მარიკა მამაცაშვილი   
  7. მოწვეული პედაგოგი, თეატროლოგიის დოქტორი: ანა კვინიკაძე
  8. მოწვეული პედაგოგი, ხელოვნებათმცოდნეობის დოქტორი: ნათია წულუკიძე
  9. მოწვეული პედაგოგი: ქეთევან პატარაია
  10. მოწვეული პედაგოგი: ქეთევან მაჭავარიანი
  11. მოწვეული პედაგოგი: ალექსანდრე კობერიძე
  12. სასწავლო - სამეცნიერო არქივის დირექტორი, პედაგოგი: ეკატერინე კონტრიძე
  13. სასწავლო - სამეცნიერო არქივის თანამშრომელი: რუსუდან კვარაცხელია
  14. დოქტორანტი, მოწვეული პედაგოგი: ტატო ჩანგელია

თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტური მოძრაობის ინფორმაციით, პროტესტში მონაწილე სტუდენტების ნაწილს სტატუსი შეუწყვიტეს. სტუდენტებმა ადმინისტრაციისგან შესაბამისი ცნობა მეილზე მიიღეს. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი