"ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები, მსახიობ თორნიკე ბარამიძეს შეუწყვიტეს ხელშეკრულება, ხვალ კიდევ სხვა მსახიობის რიგია, მალე ჩემიც" | ტიტე კომახიძე

გამოქვეყნდა:

მსახიობ ტიტე კომახიძის ინფორმაციით, ბათუმის დრამატულ თეატრში რეპრესიები დაიწყო.

მისი თქმით, გაათავისუფლეს მსახიობი თორნიკე ბარამიძე, მომდევნო დღეებში კი სხვების გათავისუფლებაც იგეგმება.

"ბათუმის თეატრში დაიწყო რეპრესიები. დღეს მსახიობ თორნიკე ბარამიძეს შეუწყვიტეს ხელშეკრულება, მიუხედავად იმისა, რომ საავადმყოფო ფურცელი (ბიულეტენი) აქვს გახსნილი. ხვალ კიდე ვიცი სხვა მსახიობის რიგია, მალე ჩემიც. კი ბატონო, ასე იყოს. როგორც თქვენ გადაწყვეტთ თეატრის ვაი ხელმძღვანელობა. დრო ყველაფერს დაალაგებს. ოქროს ვერ დაგპირდებით და ყავისფერი ასოებით კი ჩაეწერებით თეატრის იატორიაში. სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. სამართალი ზეიმობს ბათუმის თეატრში", - წერს ის.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი