მოქალაქე თეა გოგრიჭიანის ინფორმაციით, ოლიგარქის პოლიციამ აქციაზე 2 ახალგაზრდა დააკავა.
"კაფეში ვისხედით მეგობრები, ხმაური მოგვესმა, გარბოდნენ ვიღაცები, მე და ჩემი მეგობარი გავიქეცით იმიტომ, რომ ვიცით დაახლოებით ეს სიტუაცია რომ კარგს არაფერს მოასწავებს. დაახლოებით თაბუკაშვილის და ჭანტურიას კვეთაზე უკვე პატრულს ჰყავდა გაჩერებული, მიდიოდა გაწიე-გამოწიე. პირველი ბიჭი აიყვანეს, როგორც ვიცი და მერე აიყვანეს გოგო. გოგო იყო სრულ ისტერიკაში. ძალიან ვინერვიულეთ მე და ჩემმა მეგობარმა.
უნდოდათ სხვების წაყვანაც, მაგრამ იქ რაღაცა ბრძოლა იყო და არ გავატანეთ ხალხმა. სხვა დეტალები, სამწუხაროდ, არ ვიცი. ვიცი, რომ ბავშვები არიან, ფაქტობრივად, ახალგაზრდები და არანაირი წინაპირობა არ ყოფილა, როგორც მე მითხრეს მანამდე სიტუაცია. შეიძლება ამოიცნეს ერთ-ერთი მათგანი პოლიციელებმა, როგორც აქტიური მოქალაქე, რომელიც აქ აპროტესტებს ხოლმე და ამიტომ მოხდა რაღაცა შელაპარაკება", - ჰყვება ის "TV პირველთან".