უკრაინის პრეზიდენტი პრინც მოჰამედ ბინ სალმანთან გამართული შეხვედრის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს და მას გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის:
"გვქონდა დეტალური დისკუსია ომის დასრულებისა და საიმედო და ხანგრძლივი მშვიდობის უზრუნველსაყოფად საჭირო ნაბიჯებსა და პირობებზე. მე გავამახვილე ყურადღება ტყვეების გათავისუფლებისა და ჩვენი შვილების დაბრუნების საკითხზე, რაც შეიძლება გახდეს გადამწყვეტი ნაბიჯი დიპლომატიური ძალისხმევის მიმართ ნდობის ჩამოყალიბებაში. დისკუსიის მნიშვნელოვანი ნაწილი უსაფრთხოების გარანტიების ფორმატებს დაეთმო.
ჩვენ ვაფასებთ საუდის არაბეთის მზადყოფნას გააფართოოს ეკონომიკური თანამშრომლობა და ინვესტირება მოახდინოს უკრაინაში. ჩვენ განვიხილეთ ძირითადი საინვესტიციო სექტორები, დაწყებული უსაფრთხოებით, ენერგეტიკით და ინფრასტრუქტურით. ჩვენ ვიზიარებთ საერთო ხედვას ეკონომიკური განვითარების შესახებ.
ჩვენ მზად ვართ ვითანამშრომლოთ და დარწმუნებულები ვართ, რომ უფრო მჭიდრო კავშირები ჩვენს ერებსა და რეგიონებს შორის სარგებელს მოუტანს როგორც ჩვენს ხალხს, ასევე მსოფლიოს." წერს ზელენსკი.
უკრაინის პრეზიდენტი ქალაქ ჯიდაში გუშინ, 10 მარტს ჩავიდა. დღეს იქ აშშ-უკრაინის დელეგაციებს შორის მოლაპარაკებები გაიმართება, თუმცა ზელენსკი მას არ დაესწრება. უკრაინას მისი ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ანდრე ერმაკი, საგარეო საქმეთა მინისტრი ანდრეი სიბიგა, თავდაცვის მინისტრი რუსტემ უმეროვი, ხოლო აშშ-ს, სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო წარმოადგენენ.