დააკავეს ფილიპინების ყოფილი დიქტატორი, როდრიგო დუტერტე, რომლის შესახებაც მოთხრობილია მარია რესას წიგნში - "როგორ დავამარცხოთ დიქტატორი".
ის ფილიპინების პოლიციამ, ქალაქ მანილაში, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ გამოცემული ორდერის საფუძველზე დააკავა.
დუტერტესთვის წარდგენილი ბრალის მიხედვით, მისი მმართველობის პირობებში, ძალოვანებმა 30,000-მდე ადამიანი მოკლეს ე.წ. "ნარკოტიკებთან ბრძოლის" კამპანიის ფარგლებში. ამავე ბრალდების მიხედვით, დუტერტე დევნიდა პოლიტიკურ ოპონენტებსა და დამოუკიდებელ მედიას ქვეყანაში.