საფრანგეთი დაუპირისპირდება უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას | საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი

გამოქვეყნდა:

საფრანგეთის თავდაცვის მინისტრი სებასტიან ლეკორნუ აცხადებს, რომ უკრაინის არმია უკრაინის უსაფრთხოების მთავარი გარანტია და პარიზი დაუპირისპირდება "უკრაინის არმიის ნებისმიერ დემილიტარიზაციას".

ლეკორნუმ ეს განცხადება პარიზში, თავდაცვისა და სტრატეგიის ფორუმის გახსნაზე გააკეთა.

ფორუმზე ევროპის ქვეყნების შტაბების უფროსების შეხვედრა იმართება, სადაც განცხადებას პრეზიდენტი ემანუელ მაკრონიც გააკეთებს. არსებული  ინფორმაციით, განიხილება საფრანგეთის მონაწილეობა უკრაინაში პოტენციურ სამშვიდობო ოპერაციაში.

შეგახსენებთ, სრულმასშტაბიანი შეჭრის პირველივე დღიდან პუტინი უკრაინის „დემილიტარიზაციას“ ითხოვს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი